გიორგი ვოლსკი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: წლები წავიდა დავაზე, რომელიც საბოლოოდ დასრულდა რამდენიმე დასკვნით. ჩვენ გვაქვს საქმე თაღლითებთან და მათ შორის, პოლიტიკურ თაღლითებთან

გიორგი ვოლსკი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: წლები წავიდა დავაზე, რომელიც საბოლოოდ დასრულდა რამდენიმე დასკვნით. ჩვენ გვაქვს საქმე თაღლითებთან და მათ შორის, პოლიტიკურ თაღლითებთან

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ანაკლიის პორტის საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ვაშინგტონის არბიტრაჟში წაგებულ სასამართლო დავის ფაქტს გამოეხმაურა.

„დარღვევა და დანაშაული არ მომხდარა სახელმწიფოს მხრიდან და განგებ არაფერი შეფერხებულა. ფაქტია, წლების განმავლობაში მავნებლობის უმაღლესი ხარისხი აჩვენეს ამ ადამიანებმა, ვინც სახელმწიფოს უპირისპირდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს უკვე სერიოზული განვითარება ექნებოდა ამ პროექტს. ჯერ თვითონ უმაქნისები ამ მიმართულებით და მერე კიდევ, წლები წავიდა ამ დავაზე, რომელიც საბოლოოდ დასრულდა რამდენიმე დასკვნით. ჩვენ გვაქვს საქმე თაღლითებთან და მათ შორის, პოლიტიკურ თაღლითებთან და ადამიანებთან, რომლებიც უპირისპირდებიან სახელმწიფოს ინტერესებს - სახელმწიფოსა და მის ხალხს“ - განაცხადა ოლსკიმ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.