საქართველოს ირგვლივ არსებული უსაფრთხოების გარემო არაპროგნოზირებადი და მუდმივად ცვალებადია. ამ ვითარებაში მშვიდობა და სტაბილურობა სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა, უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, სუს-ის თანამშრომლები 24- საათიან რეჟიმში მუშაობენ და ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას, სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად.
„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი ღირსეული თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მათ და მათი ოჯახების მიმართ განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო. ჩემთვის დიდი პატივია ამ ადამიანების მხარდამხარ ქვეყნის სამსახურში ყოფნა. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ოფიცრების ხსოვნის წინაშე!“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.