არჩილ გორდულაძე ხატია დეკანოიძეზე: ადამიანი, რომელიც პოლიციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა და ახლა პოლიციელებს ლანძღავს, სიტყვები, რაც თქვა, მის პიროვნებაზე უფრო მეტყველებს - თითოეულ პოლიციელს მადლობა უნდა გადავუხადოთ

არჩილ გორდულაძემ ხატია დეკანოიძის განცხადება მედიასთან შეაფასა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ის სიტყვები, რაც მან პოლიციელებზე თქვა, მის პიროვნებაზე უფრო მეტყველებს.

ადამიანი, რომელიც პოლიციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა და ახლა პოლიციელებს ლანძღავს, მის პიროვნებაზე უფრო მეტად მეტყველებს ის სიტყვები, რაც მან თქვა. თითოეულ პოლიციელს მადლობა უნდა გადავუხადოთ თითოეული დღისათვის, საზოგადოების წესრიგის დასაცავად და ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასეთ ადამიანებს, როგორიც არის ერთ-ერთი რიგითი აგენტი, ხატია დეკანოიძე, ყურადღება არ უნდა მიექცეს, რადგან ასეთია აგენტის ბედი, მიღებული აქვს დავალება და ყველა სახელმწიფო დაწესებულების გაშავებას ცდილობს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ხატია დეკანოიძემ ერთ-ერთი არხის ეთერში განაცხადა, რომ პოლიცილები გარეგნულადაც კატასტროფულად გამოიყურებიან.