ირაკლი კირცხალია: უნდათ, რომ განსხვავებული აზრის სტიგმატიზება მოხდეს. სწორედ ამას ემსახურება ეს რაღაც მარტივი შაბლონი - „რუსი“, „პრორუსული“, „რუსეთუმე“ და ა.შ

ირაკლი კირცხალია: უნდათ, რომ განსხვავებული აზრის სტიგმატიზება მოხდეს. სწორედ ამას ემსახურება ეს რაღაც მარტივი შაბლონი - „რუსი“, „პრორუსული“, „რუსეთუმე“ და ა.შ

უნდათ, რომ განსხვავებული აზრის სტიგმატიზება მოხდეს. სწორედ ამას ემსახურება ეს რაღაც მარტივი შაბლონი - რუსი“, პრორუსული“, რუსეთუმე“ და ა.შ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ. ასე გამოეხმაურა დეპუტატი ტულსი გაბარდის განცხადებას.

უნდათ, რომ განსხვავებული აზრის სტიგმატიზება მოხდეს. სწორედ ამას ემსახურება ეს რაღაც მარტივი შაბლონი - რუსი“, პრორუსული“, რუსეთუმე“ და ა.შ. მხილებას, რასაც წლებია ვახდენთ, მათ [ოპოზიციის] მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, დღითიდღე ფარდა ეხდება. ყველამ კარგად ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში რა მარტივად, როგორ აუხსნეს მსოფლიო საზოგადოებას, როგორ მოქმედებს დიფ სთეითი“, - აღნიშნა კირცხალიამ.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციამ გაავრცელა გამოგონილი ნარატივი, თითქოს რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია.