ის, რაც არის Deep state-ისთვის მიუღებელი, პირდაპირ იფუთება, როგორც „რუსული“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა. დეპუტატის თქმით, მათ მეთოდები დაუძველდათ.
„ეს შეიძლება იყოს კონკრეტული საკანონმდებლო აქტი, გარკვეული პროცესი, კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლება. ამის შემდგომ იწყება უკვე გაშავების კამპანია, მათ დაუძველდათ მეთოდები. არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, საქართველოსთან მიმართებითაც როგორც ცდილობდნენ ისინი შესაბამისი მავნებლური ხრიკის გამოყენებას, თუმცა, მეორე მხრივ, დავინახეთ ისიც, რომ მათმა წამოწყებებმა, საბოლოო ჯამში, ფიასკო განიცადა“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.