გურამ მაჭარაშვილი: აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის საწინააღმდეგო წერია ე.წ. მეგობრობის აქტში და ამიტომაც დაბლოკა რამდენიმე კონგრესმენმა

გურამ მაჭარაშვილი: აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის საწინააღმდეგო წერია ე.წ. მეგობრობის აქტში და ამიტომაც დაბლოკა რამდენიმე კონგრესმენმა

აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკა რაც არის - ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა, ზუსტად ამის საწინააღმდეგო წერია ეგრეთ წოდებულ მეგობრობის აქტში, - ასე ეხმაურება ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სენატში მეგობარი აქტის“ შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ დაბლოკა რამდენიმე კონგრესმენმა ეს აქტი.

კარგია, რომ ეს პრეზიდენტამდეც არ მივა, ანუ ტრამპს არ მოუწევს იმის განხილვა, რომ მისი პოლიტიკის საწინააღმდეგო აქტის ხელმოწერის, ან არ მოწერის საკითხი განიხილოს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მეგობარი აქტის“ მიღება შეჩერებულია, მიზეზი სამი სენატორია, რომლებიც მეგობარი აქტის“ მიღებას ბლოკავენ. სამივე სენატორი რესპუბლიკელია. მათგან ერთ-ერთი, ამერიკის პრეზიდენტის მეგობარი და ნდობით აღჭურვილი პირია.

ცნობისთვის, მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონპროექტის სრული სახელწოდებაა საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. ასევე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“. კანონპროექტის ავტორი კონგრესმენი ჯო უილსონია.

მარბიელი კონგრესმა როცა მიიღო ეს მეგობრობის აქტი, მაშინ ის არ იყო "პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის" საწინააღმდეგო?
შეეშვი რაღაც დასკვნების გამოტანას და ჯახირს, ლოგიკური აზროვნება არაა შენი ძლერი მხარე;
21 საათის უკან