თეა წულუკიანი: იმ პოსტის ქვეშ, რომელიც ქალბატონმა ნანულიმ გამოაქვეყნა კომენტარებში ძალიან ბევრი ადამიანი გადასწვდა ჩემს შვილსაც, რომელმაც ვის რა დაუშავა არავინ იცის

თეა წულუკიანი: იმ პოსტის ქვეშ, რომელიც ქალბატონმა ნანულიმ გამოაქვეყნა კომენტარებში ძალიან ბევრი ადამიანი გადასწვდა ჩემს შვილსაც, რომელმაც ვის რა დაუშავა არავინ იცის

ისეა ხოლმე წარმოდგენილი, რომ როდესაც ადამიანი ზის მინისტრის სკამზე, ან პრემიერ-მინისტრის, ან პარტიის დამფუძნებელია და .., მას არ უნდა ჰქონდეს არც ღირსება, ყველაფერი უნდა აკადრო, არ უნდა დაინდო მისი ოჯახი და მცირეწლოვნები, - განაცხადა გადაცემაში იმედი LIVE“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.

იმ პოსტის ქვეშ, რომელიც ქალბატონმა ნანულიმ გამოაქვეყნა კომენტარებში ჩემდა სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი გადასწვდა ჩემს შვილსაც. არა მხოლოდ ჩემი გვარის მქონე ადამიანებს, არამედ მერი კაკულიასაც, რომელმაც ვის რა დაუშავა არავინ იცის. ესეც უნდა ახსნას მოპასუხემ, რატომ არ წაშალა ის კომენტარები, რომელიც არასრულწლოვანს ეხებოდა. აჯირითა 8 წლის ბავშვზე დამქაშები, ვინც ჰყავს მომხრეებად და ეს ასე ვერ გაგრძელდება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის ოჯახმა ცილისწამებისთვის ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

 

 

მარბიელი შენ რომ ზრდილობა და ობიექტურობა გაკლია, ნამდვილად არაა შენი შვილის ბრალი; ისევე, როგორც შენი ბრალი არაა მამაშენი დახვრეტის განაჩენებს კამფეტივით რომ არიგებდა, მაგრამ აქ პოზიცია უნდა გქონდეს ადამიანური
21 საათის უკან