თეა წულუკიანი: მისასალმებელია, რომ „მეგობარი აქტი“ სენატის დონეზე ჯერჯერობით წინ ვერ მიიწევს - ეს კეთილსაიმედო ნიშნად უნდა ჩაითვალოს

თეა წულუკიანი: მისასალმებელია, რომ „მეგობარი აქტი“ სენატის დონეზე ჯერჯერობით წინ ვერ მიიწევს - ეს კეთილსაიმედო ნიშნად უნდა ჩაითვალოს

მისასალმებელია, რომ მეგობარი აქტი“ სენატის დონეზე ჯერჯერობით წინ ვერ მიიწევს.ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ეს კეთილსაიმედო ნიშნად უნდა ჩაითვალოს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში იმედი LIVE“.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მეგობარი აქტი“ სინამდვილეში მტრული აქტია.

.. მეგობარი აქტი, სინამდვილეში მტრული აქტია, რომელიც ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქართულ-ამერიკულ ტრადიციულ, მეგობრულ ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის სტატუსი დღეს ჩვენ აღარ გვაქვს, ამ მეგობრობას ვერავინ და ვერაფერი მოშლის.

ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავიარეთ ერთად, დაწყებული 90-იანი წლებიდან გაგრძელებული იმ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობით, რომელიც ერთად ვზიდეთ. ქართველი ჯარისკაცებისა და სამხედროების ბევრი სისხლი ჩაიღვარა არაერთ გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლაში. ეს ვერსად დაიკარგება, მაგრამ ამჯერად არის სირთულეები, ამიტომ, მისასალმებელია, რომ მეგობარი აქტი“ სენატის დონეზე ჯერჯერობით წინ ვერ მიიწევს.ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ეს კეთილსაიმედო ნიშნად უნდა ჩაითვალოს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მეგობარი აქტის“ მიღება შეჩერებულია, მიზეზი სამი სენატორია, რომლებიც მეგობარი აქტის“ მიღებას ბლოკავენ. სამივე სენატორი რესპუბლიკელია. მათგან ერთ- ერთი, ამერიკის პრეზიდენტის მეგობარი და ნდობით აღჭურვილი პირია.

მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონპროექტის სრული სახელწოდებაა საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. ასევე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“. კანონპროექტის ავტორი კონგრესმენი ჯო უილსონია.