თეა წულუკიანი: უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი არის საუკეთესო საწვავი, რომელსაც გარე ძალები უსხამენ ჩვენს ოპოზიციას და ეს როგორც წესი ხდება არჩევნების წინ

თეა წულუკიანი: უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი არის საუკეთესო საწვავი, რომელსაც გარე ძალები უსხამენ ჩვენს ოპოზიციას და ეს როგორც წესი ხდება არჩევნების წინ

ნებისმიერი საბაბი, მათ შორის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი არის საუკეთესო საწვავი, რომელსაც გარე ძალები უსხამენ ჩვენს ოპოზიციას იმისათვის, რომ როგორღაც ამომრჩეველი განარისხონ ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს როგორც წესი ხდება არჩევნების წინ, - განაცხადა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში იმედი LIVE“.

დღეს არ არის 2003 წელი, დღეს ქართულ ოცნებას“ აქვს საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა იმისთვის, რომ კონსტიტუციური წყობილება ვერ მოყანყალდეს და ვინც ამას გეგმავს, მან სცენარი, რეჟისორი და აზრები უნდა შეცვალოს. დღეს ძველი სცენარები აღარ ამართლებს. თუმცა, უვიზო რეჟიმი თუ გაუქმდება, ეს ორივე მხარისთვის ძალიან ცუდი იქნება, პირველ რიგში - მათთვის“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.