თეა წულუკიანი: გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების კანონებს არანაირი კავშირი უვიზო მიმოსვლის მოპოვებასთან, ან მის შენარჩუნებასთან არ აქვს

თეა წულუკიანი: გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების კანონებს არანაირი კავშირი უვიზო მიმოსვლის მოპოვებასთან, ან მის შენარჩუნებასთან არ აქვს

გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების კანონებს არანაირი კავშირი უვიზო მიმოსვლის მოპოვებასთან, ან მის შენარჩუნებასთან არ აქვს, - განაცხადა გადაცემაში იმედი LIVE“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ეს არის მათი აზრით საუკეთესო ბერკეტი ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის და იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ვერ აღწევენ, რომ ამომრჩეველი გაანაწყენონ საკუთარ ხელისუფლებაზე და იქნებ როგორმე შეამცირონ ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არჩევნებზე.

ამიტომ ხდება ეს და იმისთვის, რომ საბოლოო მიზანი იყოს მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალის გამარჯვება და სამწუხაროდ მათთვის სასურველი ძალა ასე ჩანს, რომ არის ისევ ის ძველი ძალა, რომლის ხელისუფლებაში დაბრუნებას ჩვენ ყველა ერთად ვეწინააღმდეგებით და ბოლომდე შევეწინააღმდეგებით“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.