იმ დროს მე იუსტიციის მინისტრი ვიყავი და როდესაც გახარია უკვე ოპოზიციაში გადავიდა, მაშინ გავიგე ამის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ხელისუფლების ხარვეზზე მიუთითებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის საკითხზე საუბრისას.
იგი გამოეხმაურა დავით სუჯაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომელიც გიორგი გახარიას ეხებოდა. კერძოდ, სუჯაშვილმა თქვა, რომ მან არ იცოდა, რას აპირებდა გახარია ჩორჩანაში.
„ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ იმ დროს მე იუსტიციის მინისტრი ვიყავი და როდესაც გახარია უკვე ოპოზიციაში გადავიდა, მაშინ გავიგე ამის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ხელისუფლების ხარვეზზე მიუთითებს.
სხდომაზე მე მას ვუთხარი, რომ ძალიან კარგად მახსოვს, რომ სუპერ ძლევამოსილი ბრძანდებოდით-თქო და ეს ნამდვილად ასე იყო, რადგან ჩვენ მას ძალიან დიდი ნდობა გამოვუცხადეთ, რითაც, როგორც ჩანს, მან ისარგებლა იმ გაგებით, რომ გადაწყვეტილებებს ისე იღებდა, არ ათანხმებდა. ეს სხდომებზეც გამოჩნდა, არა მხოლოდ ჩორჩანის შემთხვევაში, არამედ ასევე, 20 ივნისის თემზეც, როდესაც მან აზრი არ ჰკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც მაშინ ბატონი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანლობდა. უცნაურია, რომ ასეთ ადამიანს აზრი არ ჰკითხო, როდესაც ხარ ეკონომისტი და ამ დროს ბატონი ვახტანგ გომელაური ძალოვანი სტრუქტურების წიაღში გამოზრდილი კადრია და თავად არის ნამუშევარი წარსულში, სპეცრაზმის ერთ-ერთ დანაყოფში. ამიტომ, წესით ასეთ ადამიანს, მით უმეტეს, რომ ეკუთვის აზრის კითხვა, უნდა ეკითხა, მაგრამ სხდომებზე გამოჩნდა, რომ მას კაბინეტში, საიდანაც გადაწყვეტილებებს იღებდა, მხოლოდ ნინო ლომჯარია და გერმანიის ელჩი ჰყავდა. ეს თვითონ თქვა სხდომაზე, ამიტომ ეს ცუდია, მაგრამ გასაკვირი, ალბათ არ არის“, - აღნიშნა წულუკიანმა.
მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. მთავარ საგამოძიებო უწყებაში ამჯერად დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი გამოიკითხა.
მთავარი: რომ ამბობ, გახარიას დიდი ნდობა გამოვუცხადეთო, რატომ გამოუცხადეთ ასეთი ნდობა, კობახიძე ამბობს, რომ ვიცოდით აგენტი რომ იყო, მაგრამ ძალაუფლება რომ არ დაგვეკარგაიმიტომ დავემორჩილეთ მტრების ნებას და გავაპრემიერეთო(?) ან ღირდა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა იმ რისკად, რომ აგენტს პირველ პირად ნიშნავდით?
ხვალ იმავე ძალამ რომ გითხრათ პრემიერად ხაბე, ვაშაძე, ან მაჭარაშვილი დანიშნეთ თორემ გაგაპანჩურებთო, რას იზამთ?