კახა კალაძე: თვალჭრელიძის N1-ში მცხოვრებ ცხრა ოჯახს მუნიციპალიტეტმა ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა, რომელთაგან მხოლოდ ორი დაგვთანხმდა

კახა კალაძე: თვალჭრელიძის N1-ში მცხოვრებ ცხრა ოჯახს მუნიციპალიტეტმა ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა, რომელთაგან მხოლოდ ორი დაგვთანხმდა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მცხოვრები მოქალაქეებიდან ცხრა ოჯახი თბილისშია რეგისტრირებული, რომელთაც მუნიციპალიტეტმა ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა.

ამის შესახებ მან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, თვალჭრელიძის N1-ში მდებარე შენობა-ნაგებობები ავარიულია და იქიდან მოსახლეობის გამოყვანა მიმდინარეობს.

როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, თბილისში რეგისტრირებული ცხრა ოჯახიდან მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მხოლოდ ორი დათანხმდა, დანარჩენმა კი ქირით გასვლაზე უარი განაცხადა.

მერიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა, თუმცა დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაფერ შუაშია. ეს იყო კერძო საკუთრება და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ავარიულია და საჭიროებს გამოთავისუფლებას, ადამიანების გარკვეული რაოდენობა იყო შეჭრილი. ეს იგივეა, რომ თქვენს საკუთარ საცხოვრებელში ვინმე შეიჭრას და დასახლდეს. გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, შენობა ავარიულია და მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი გამოყვანა მოხდება.

არის ცხრა ოჯახი, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა. ორი უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებებით, დანარჩენები კი არ დაეთანხმა აღნიშნულ წინადადებას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მუნიციპალიტეტის თემა არ არის, აღსრულების საკითხია და მიმდინარეობს გამოსახლება. სასამართლო მოგებულია და მიმდინარეობს მისი აღსრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დოი ეს არის ქარხნის ტერიტორია,რომელიც წლებია უფუნქციოდ და ამორტიზებული.არა და,ჯერ კიდევ ვიდრე ბოლომდე დაიხურებოდა,გარშემო ტერიტორიებზე ჩასახლებულმა დევნილებმა გაძარცვეს,გააჩანაგეს უნიკალური დანადგარები,ყოველდღე იპარავდნენ ავეჯს და ათას წვრილმანს,რამაც საბოლოოდ დახურვამდე მიიყვანეს ორგანიზაცია,დარაჯი ვეღარ უმკლავდებიდა თავდასხმებს.რას ელოლიავებით,გამოყარეთ ყველა!
1 დღის უკან