"სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გაცემული აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე არსებული შენობა არის დაზიანებული, მიეკუთვნება მეოთხე ხარისხის დაზიანებას, ობიექტზე არ შეიძლება შესვლა, არ შეიძლება დათვალიერება შესაბამისი ეკიპირების გარეშე, ადამიანების ცხოვრება არის დაუშვებელი", - ამის შესახებ "ბლექ სი ფროფერთისის" წარმომადგენელმა გიორგი ჩაფიძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ჩაფიძემ აღნიშნა, კომპანიის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ თვალჭრელიძის პირველ ნომერში უკანონოდ შეჭრილ ადამიანებს, თუმცა მოლაპარაკება ვერ შედგა.
"ჩვენი კომპანიის თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე და ადამიანის ჯანმრთელობა, ეს არის უპირობოდ. ამას ვამბობ შემდეგი გარემოებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ობიექტზე აღებულია ექსპერტიზის დასკვნა, რომელი დასკვნითაც ირკვევა შემდეგი - ობიექტი არის დაზიანებული, მიეკუთვნება მეოთხე ხარისხის დაზიანებას, ობიექტზე არ შეიძლება შესვლა, არ შეიძლება დათვალიერება შესაბამისი ეკიპირების გარეშე. რაც შეეხება ობიექტზე მცხოვრებლებს, ვინც უკანონოდ არის შეჭრილი და დღეის მდგომარეობით ცხოვრობს, კოორდინირებულად ვმუშაობდით დღემდე, ჩვენთან ერთად მუშაობდა აღსრულების ბიუროს შესაბამისი სამსახურები, მედიაცია ჩართული იყო და ვერ შედგა მოლაპარაკება, ვერ მივედით კონსენსუსამდე, ვერ მივედით საერთო აზრამდე. აღსრულების ბიუროში შედგა შეხვედრა, მცხოვრებლებმა გამოყვეს ორი ადამიანი, რომლებიც საუბრობდნენ ყველა ადამიანის სახელით. ითხოვეს ერთთვიანი დრო საცხოვრებლების მოსაძებნად, ჯანდაცვის სამინისტროსთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოებისთვის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემი ხელით დავწერე განცხადება გადადებ
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას არ აქვს ვალდებულება, მზად არის, ამ ადამიანებს ქირით დაეხმაროს, თუმცა ამაზეც არ არის ერთსულოვნება.
"ადამიანების ნაწილი თანახმაა, ნაწილი არ არის თანახმა. თუ იქნება ერთსულოვნება, გამოგვიყონ რამდენიმე ადამიანი, მზად ვართ ვისაუბროთ და მყისიერად გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. ქირა იქნება თუ სხვა რაიმე ფინანსური დაკმაყოფილება, შესაბამისი თანხები შეიძლება გამოიყოს, ამასთან დაკავშირებით მზაობას გამოვთქვამთ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გაცემული აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ აქ ადამიანების ცხოვრება არის დაუშვებელი", - განაცხადა გიორგი ჩაფიძემ.
მისივე თქმით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობასთან დაკავშირებით, სამართლებრივი პროცედურები დაახლოებით 2022 წელს დაიწყო.
"თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულმა სამოქალაქო საქმემ გაიარა შესაბამისი ინსტანციები, შესაბამისად, მივიღეთ სასამართლო გადაწყვეტილებები და მივიღეთ სააღსრულებლო ფურცელი, რომელიც კანონის შესაბამისად ჩაბარდა აღსრულების ბიუროში და დაიწყო შესაბამისი პროცედურების გატარება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პარალელურ რეჟიმში ადამიანებთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რათა მივსულიყავით კონსენსუსამდე. დღეის მდგომარეობითაც, თანხმობას ვაცხადებთ ადამიანებთან ვისაუბროთ, გამოგვიყონ რამდენიმე ადამიანი", - განაცხადა გიორგი ჩაფიძემ.