თორნიკე ჭეიშვილი: ეროვნულ ხელისუფლებაზე შანტაჟით  ევროპელმა ბიუროკრატებმა დაიწყეს მუშაობა გეგმაზე, რომელიც გულისხმობს   ხელისუფლების ჩანაცვლებას აგენტურული ძალებით, მათი დავალებების უპირობო შემსრულებლებით

თორნიკე ჭეიშვილი: ეროვნულ ხელისუფლებაზე შანტაჟით  ევროპელმა ბიუროკრატებმა დაიწყეს მუშაობა გეგმაზე, რომელიც გულისხმობს   ხელისუფლების ჩანაცვლებას აგენტურული ძალებით, მათი დავალებების უპირობო შემსრულებლებით

უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა  ევროპელი ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართულ საზოგადოებაზე თავდასხმამ და შანტაჟის დიაპაზონი სულ უფრო და უფრო ფართოვდება,- ამის შესახებ  იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

ჭეიშვილის თქმით,  ევრო-ბიუროკრატები ცდილობენ „ქართული ოცნების“ ეროვნული ხელისუფლების ჩანაცვლებას მათი აგენტორული ძალებით, რათა ქვეყნის საომარ პროცესებში ჩართვა გაუმარტივდეთ. 

„როდესაც ხედავენ, რომ ხელისუფლებაში არის ეროვნული ძალა, „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელიც არაფრის ფასად არ უშვებდა, არ უშვებს და  არ დაუშვებს იმას, რომ ამ ქვეყანაში საფრთხე დაემუქროს მშვიდობას, სტაბილურობას, ბუნებრივია, დაიწყეს ძალიან სერიოზულად მუშაობა იმ გეგმაზე, რომელიც გულისხმობს, რომ მოხდეს ჩანაცვლება ეროვნული ხელისუფლების აგენტურული ძალებით, მათი შესაბამისი დავალებების უპირობო შემსრულებლებით, რომლებთან ერთადაც მათ გაცილებით გაუმარტივდებათ და მიაღწევენ იმ მიზანს, რასაც ჰქვია, უკვე საქართველოს ჩართვა აი ამ საომარ პროცესებში. 

ქვეყნისადმი, ქართველი ხალხისადმი, მტრულად განწყობილი ძალები ვერასდროს ვერ მიაღწევენ იმ საწადელს, რომელიც შეიძლება მართლაც ეგზისტენციურ გამოწვევად და საფრთხედ იქცეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ქართველი ერისთვის“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.