შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს კაია კალასი ვერ აცნობიერებს რა არის ევროპული ღირებულებები - ევროკავშირის პასპორტის ჯიბეში ქონა სულაც არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების გაზიარებას

შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს კაია კალასი ვერ აცნობიერებს რა არის ევროპული ღირებულებები - ევროკავშირის პასპორტის ჯიბეში ქონა სულაც არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების გაზიარებას

როგორც ჩანს კაია კალასი ვერ აცნობიერებს რა არის ევროპული ღირებულებები, ევროკავშირის პასპორტის ქონა ჯიბეში სულაც არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების გაზიარებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადების შეფასებისას.

„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მუქარა, რომელიც კალასის მიერ მოვისმინეთ - შეგახსენებთ, რომ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიური სამსახურის პასპორტებთან სავიზო მიმოსვლის შემოღებაზე, ეს არის დარღვევა 2010 წლის ხელშეკრულების. ხედავთ, რომ ამას ვერ შეეწინააღმდეგა ვერც ევროკავშირის წარმომადგენლობა და ვერც ბრიუსელიდან რომელიმე ჩინოვნიკი, ვინაიდან ეს არის ღია, აშკარა, უხეში დარღვევა საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელიც 2010 წელს არის დადებული. ამიტომ, როცა ასეთ ნაბიჯებზე მიდის ბრიუსელის ჩინოვნიკები, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვიონ, ამის ფონზე მსგავსი მუქარები და ამ ტონით საუბარი დამოუკიდებელ ხალხთან, გასაკვირი არ არის.

როგორც ჩანს კალასისთვის დამწვრობამიღებული პოლიციელი ღირებულებას არ წარმოადგენს, როგორც ჩანს კალასისთვის, წიხლებით რომ შედგნენ პოლიციელს - არაფერს წარმოადგენს, როგორც ჩანს კალასისთვის არაფერს წარმოადგენს, როდესაც საქართველოს პარლამენტს წვავდნენ. როგორც ჩანს ის ვერ აცნობიერებს რა არის ევროპული ღირებულებები. ევროკავშირის პასპორტის ქონა ჯიბეში სულაც არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების გაზიარებას. ამის კარგ მაგალითს გვიჩვენებს ბალტიის პოლიტიკური ელიტა, რომელიც საბჭოთა მენტალიტეტიდან ვერ გამოვიდა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კაია კალასი საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერებით ემუქრება: ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს