მამუკა მდინარაძე: ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს ამ ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს

მამუკა მდინარაძე: ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს ამ ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს

„ხომ გითხარით ნოდარ მელაძე ჰყავს ყურზეთქო?! ბატონო ნოდარ, სად მომძებნეთ და ვერ მომაგენით?  მთელი დღეა, რომ აცხადებთ დაიმალაო, სად მომძებნეთ?“- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ,  „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს,  ნოდარ მელაძეს, რომელიც ჟურნალისტს დირექტივებს  ინტერვიუს ჩაწერისას  ტელეფონით აძლევდა. 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს საქართველოში  კორუფციასა და  ნეპოტიზმს.

„ლევან ხაბეიშვილი არის თქვენნაირი აგენტი, ბატონო ნოდარ. გარანტირებულად გეუბნებით,  თუ კი ვინმე ამ ქვეყანაში კორუფციას ებრძვის ყველას მტერი ხართ თქვენ. მაგრამ თორნიკე რიჟვაძეს, რაც შეეხება, თქვენ დააბრალეთ უკადრებელი. ნოდარ მელაძე, რომელიც „ყურზე აჯდა“ თავის ჟურნალისტს. ხატია, მისი კორესპონდენტი,  რომლის რწმენაც არ აქვს ნოდარ მელაძეს. რომელიც ობიექტურ კითხვებს დასვამდა, რომ არა, ნოდარ მელაძის ასეთი სპეკულაცია. ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს, ამ ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

amo და, ვინ უხდის?
3 საათის უკან
amo და, ვინ უხდის?
3 საათის უკან