გურამ მაჭარაშვილი 20 ივნისის აქციაზე: გახარია ადრე ამბობდა, რომ ყველაფერზე მე ვიღებ პასუხისმგებლობასო. ახლა თქვა, რომ არც მე და არც ჩემი მოადგილეები მსგავსი ტიპის ბრძანებებს არ გავცემდითო. ანუ რეალურად პოლიციელებს შეაწმინდა ხელი

გურამ მაჭარაშვილი 20 ივნისის აქციაზე: გახარია ადრე ამბობდა, რომ ყველაფერზე მე ვიღებ პასუხისმგებლობასო. ახლა თქვა, რომ არც მე და არც ჩემი მოადგილეები მსგავსი ტიპის ბრძანებებს არ გავცემდითო. ანუ რეალურად პოლიციელებს შეაწმინდა ხელი

20 ივნისთან დაკავშირებით რა თქმა უნდა გამოძიება, რაც ჩატარდება საინტერესო იქნება. განსაკუთრებით იმის შემდგომ, რაც ბატონმა გახარიამ კომისაზე ახსნა-განმარტებები მოგვცა. რა კითხვებიც იყო უფრო გაამრავლა, არა თუ პასუხები გასცა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას.

მისი თქმით, გახარია 20-21 ივნისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს.

„ადრე ამბობდა, რომ ყველაფერზე მე ვიღებ პასუხისმგებლობასო და ახლა თქვა, რომ არც მე და არც ჩემი მოადგილეები მსგავსი ტიპის ბრძანებებს არ გავცემდითო. ანუ რეალურად პოლიციელებს შეაწმინდა ხელი, ყოველ შემთხვევაში სცადა. ეს არის ბუნებრივად დამატებული კითხვები, რასაც იმედია, რომ გამოძიება პასუხს გასცემს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

მარბიელი ქოცებო, დამალეთ ეს უნიჭო!
შტურმის მეთაური მელია ვინ გამოუშვა ციხიდან? იმ დღის ყველა(?)დამნაშავეზე ამნისტია ვინ გამოსცა? გავრილოვი ვინ შემოიყვანა და ვინ დაუთმო პარლამენტის სხდომათა დარბაზი? ეს საკითხები მალე უნდა გაირკვეს!
რაც შეეხება გახარიას და ვინ რას ამბობდა 20 ივნისის შტურმზე; "ბევრი ბუზი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუისო" ვისი სიტყვებია? რას ამბობდა ივანიშვილი? რას ამბობდნენ სხვა სპიკერები? დიპსტეიტმა დაგავალათ?
მელიას ორდენი მიეცით;გახარია დაიჭირეთ!
სირცხვილია!
2 საათის უკან