ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ნდობა გამოუცხადა. მას მხარი 720 დეპუტატიდან 360-მა დაუჭირა, წინააღმდეგი 175 იყო, 18-მა კი თავი შეიკავა. დანარჩენები კენჭისყრას არ ესწრებოდნენ.
ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების ინიციატივა რუმინელ ევროდეპუტატ გეორგე პიპერის ეკუთვნოდა, რომელიც ჯგუფ „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ წარმოადგენს - მასში მემარჯვენე პარტიები არიან გაერთიანებულები. თავად ჯგუფი პიპერის ინიციატივას გაემიჯნა.
კრიტიკა ფონ დერ ლაიენის მისამართით პანდემიის დროს მისი Pfizer-ის გენერალურ დირექტორთან მიმოწერამ გამოიწვია.