ირაკლი ქადაგიშვილი: გახარია არის მუდმივი ცრუპენტელობის რეჟიმში

ირაკლი ქადაგიშვილი: გახარია არის მუდმივი ცრუპენტელობის რეჟიმში

გახარია არის მუდმივი ცრუპენტელობის რეჟიმში, - ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ანა წითლიძის განცხადებას საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის კოალიციების შესახებ.

„პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგა ფორმალურად ნიკა მელიას გამო და შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ უმრავლესობა რომ ჰქონოდა, რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში მათთან გააფორმეს კოალიცია და საკრებულოში კოალიციური მმართველობა ჰქონდათ. მათ გადაინაწილეს საკრებულოებში თანამდებობები და კოალიციურად იღებდნენ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, გახარიასთან ერთად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კოალიციები შექმნა, მაშინ, როდესაც გიორგი გახარია ფაქტს დიდი ხანია უარყოფს.