დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-7 კორპუსის მიმდებარედ მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებს.
პროექტის მიხედვით, ეწყობა სანიაღვრე სისტემა, ხოლო კომუნიკაციების მოწესრიგების შემდგომ ტერიტორიაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
პროექტის ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა გაეცნო.