რატი იონათამიშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა.

შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთობების დინამიკა განიხილეს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

„შეხვედრისას ვისაუბრეთ ქართველი და სომეხი ხალხის ტრადიციულ, მეგობრულ ურთიერთობებზე და ამ ტრადიციების კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობებზე. ელჩისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო სამოქალაქო ინტეგრაციის ჭრილში კომიტეტის საქმიანობა", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.