ნაცმოძრაობის" გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, არჩევნები შედგება ჯანსაღ გარემოში და საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმა იქნება დაცული.
„ნაცმოძრაობის" გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. არჩევნები შედგება ჯანსაღ გარემოში და საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმა იქნება დაცული. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას", მათ უამრავი მცდელობა ჰქონდათ საბოტაჟის კუთხით, მაგრამ არც ერთი მათი მცდელობა არ აღმოჩნდა წარმატებული. იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც ", - განაცხადა პრემიერმა.
გარდა ჩასვრილი და სისხლიანი წარსულისა, ნაცებს ჭკუაც არა აქვთ - წლებია ერთი და იგივე "რუსული" "გაყალბდა" "ეკონომიურად ცამოვიქეცით"... არაფერი ახალი,
არაფერი არგუმენტირებული; ამ ხელისუფლებას ნაკლი საკმაოდ აქვს და ჭკვიანი ამას გამოიყენებდა, მაგრამ ამას ხომ ჭკუა უნდა