ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: გარკვეული ევრობიუროკრატები მეტი აჟიოტაჟის შემოტანას ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში და ფიქრობენ, რომ ეს რაღაც ახალი წინადადებების გაჩენით იქნება შესაძლებელი

ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: გარკვეული ევრობიუროკრატები მეტი აჟიოტაჟის შემოტანას ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში და ფიქრობენ, რომ ეს რაღაც ახალი წინადადებების გაჩენით იქნება შესაძლებელი

არანაირ ადეკვატურობასთან ამას კავშირი არ აქვს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ ჩანაწერს საქართველოს სვიფტის სისტემიდან გათიშვის შესახებ.

„დღის ქრონიკაში“ საუბრისას დეპუტატმა მაყურებელს შეახსენა, რომ რეზოლუციის პროექტს სათავეში ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს ედგა - „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ახლო მეგობარი“, რომელიც რეალობას აცდენილია.

„გარკვეული ევრობიუროკრატები მეტი აჟიოტაჟის შემოტანას ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში და ფიქრობენ, რომ ეს რაღაც ახალი წინადადებების გაჩენით იქნება შესაძლებელი. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - მათ პულსზე ხელი არ უდევთ, ვერ ხვდებიან, რომ ეს მათთვის კონტრპროდუქტიულია. არასერიოზულად არის უკვე ეს რეზოლუციები და დებატები აღქმული ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თავში. თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ მათთვის ეს დამატებითი ჟანგბადია, გადახედონ თავიანთ რეიტინგებს. დარწმუნებული ვარ, შიდა კვლევებს ატარებენ და დარწმუნებული ვარ, იციან რაც არის რეალობა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამომრჩევლის რაოდენობა რამდენიმე მიზეზით მცირდება და ერთ-ერთად პარლამენტში არშესვლას ასახელებს.