ის, რომ უარს ამბობენ პრეზიდენტის შეთავაზებაზე რომ შეიწყალოს, გამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, იმას ნიშნავს, რომ მათი ციხეში წასვლა გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ციხეში მყოფ ოპოზიციის ლიდერებთან დაკავშირებით.
„პრეზიდენტ ყაველაშვილის ეს ჟესტი არის ფარდის ჩამოხსნა ამ ე.წ. ვითომ ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებისთვის. ის, რომ უარს ამბობენ პრეზიდენტის შეთავაზებაზე რომ შეიწყალოს, გამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, იმას ნიშნავს, რომ მათი ციხეში წასვლა გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო. იცოდნენ რა რომ დამარცხდებიან, დააბრალებენ იმას, რომ გვდევნიან, ციხეში ვართო. პრეზიდენტის ამ ჟესტმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი მათ მანიპულაციებს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მიხეილ ყაველაშვილი პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს სთავაზობს შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართონ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვან. პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ამ შემთხვევაში, შეწყალების აქტს დაუყოვნებლივ გამოსცემს.