The Washington Post: აშშ-ის სპეცსამსახურებმა ირანელი თანამდებობის პირების საუბარი მოიპოვეს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამერიკული დარტყმებით მიყენებული ზიანი მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა

The Washington Post: აშშ-ის სპეცსამსახურებმა ირანელი თანამდებობის პირების საუბარი მოიპოვეს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამერიკული დარტყმებით მიყენებული ზიანი მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა

ამერიკულმა დაზვერვამ ორი ირანელი მაღალჩინოსნის სატელეფონო საუბარი მოისმინა, რომლებიც საუბრობდნენ იმაზე, რომ აშშ-ის ავიადარტყმების შედეგად მიყენებული ზიანი იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე თეირანში ელოდნენ, - ინფორმაციას The Washington Post-ს ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ამ საუბრის შინაარსით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს უკვე გააცნეს.

თეთრ სახლში The Washington Post-ის შეკითხვაზე პასუხისას არ უარყვეს, რომ ასეთი ჩანაწერი არსებობს, თუმცა არ დაეთანხმნენ არც ირანელი ოფიციალური პირების შეფასებებს და არც ჟურნალისტების საქმიანობის მეთოდებს.

„სარცხვილოა, რომ The Washington Post-ი ხელს უწყობს დანაშაულის ჩადენას, როცა კონტექსტგარეშე ინფორმაციის გაჟონვას აქვეყნებს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა. მისივე თქმით, აბსურდია მოსაზრება, რომ ანონიმურ ირანელ ჩინოვნიკებს შეუძლიათ იცოდნენ, რა ხდება ასობით ფუტის სიღრმეში ნანგრევებში. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ირანის ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა განადგურებულია.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისში The Washington Post-ის შეკითხვაზე პასუხისას, რომ „ერთი სატელეფონო საუბარი ანონიმურ ირანელებს შორის არ არის დაზვერვის შეფასება“, რადგან დაზვერვის ანალიზი მრავალ წყაროზე დაყრდნობილ კომპლექსურ მონაცემებს ეფუძნება.

აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში 22 ივნისის ღამეს მიიტანა. ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია დაბომბვის შედეგად მიყენებულ ზიანზე არ გავრცელებულა. იერიშის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულია.