განათლების სფეროში გვჭირდება სერიოზული ძვრები და ცვლილებები და ამ კომპლექსური კონცეფციის ნაწილი უნდა იყოს სახელოვნებო განათლებაც, სადაც სერიოზული პრობლემები და ჩავარდნები გვაქვს, - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ვითარება გამოსწორებას საჭიროებს.
„კომპლექსურად, განათლების რეფორმის კონცეფციის ფარგლებში გვექნება მსჯელობა სახელოვნებო განათლების სისტემის გაუმჯობესებაზეც", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა ლანჩხუთში კულტურის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ლანჩხუთთან მიმართებაში საერთო გეგმაში პრიორიტეტულად განისაზღვრება.