შემდეგი 4 წლის განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით 120 მლნ ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ საკითხზე მჭიდრო თანამშრომლობა წარმოებდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან.
„რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, აქ მჭიდრო თანამშრომლობა წარმოებდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და იგეგმება დამატებით 120 მლნ ლარის გამოყოფა შემდეგი 4 წლის განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. ეს სერიოზული ინვესტიციაა, თუმცა გეგმის მიხედვით ამ ინვესტიციამ უნდა მოგვცეს მთლიანობაში ჯანდაცვაში150 მლნ ლარის ეკონომია. აქტიურად წარიმართებოდა ამაზე მუშაობა და შესაბამისი პროგრამა აუცილებლად განხორციელდება და ეს დაფინანსებაც იქნება გამოყოფილი ", - განაცხადა პრემიერმა.