ნათელია, რომ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას სთხოვდნენ, ვინაიდან ომი არ მიდიოდა მთლად ისე, როგორც ამას ამერიკელებსა და ევროპელებს აჯერებდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა ჯეიმს კარდენმა.
„სამხედრო თვალსაზრისით ლოგიკურია საქართველოსადმი ასეთი სახის მოთხოვნა. მეორე მხრივ კი ასეთ წინადადებაზე საქართველოს მხრიდან თანხმობა იქნებოდა ყოვლად გაუგებარი მორალური თვალსაზრისით. გულისამრევია საქართველოსადმი ასეთი მოთხოვნის წაყენება. მიმაჩნია, რომ ამერიკელთა უმრავლესობა ძალიან უკმაყოფილო იქნება, როდესაც შეიტყობს, რომ ვაშინგტონი საქართველოს გეოპოლიტიკურ თვითმკვლელობას სთავაზობდა.
მეორე ფრონტის გახსნა იქნებოდა იმ ომში ჩართვა, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს საქართველოსთან, მაგრამ პირდაპირ კავშირშია ცივი ომის დროინდელ და ჯერ კიდევ მიმდინარე დაპირისპირებასთან. ჩემთვის გამოცანაა, თუ რატომ ელოდა ნებისმიერი ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოს მხრიდან თანხმობას ასეთ შეთავაზებაზე“, - აღნიშნა ჯეიმს კარდენმა.