დავით მათიკაშვილი: არცერთი დემოკრატიული და თავმოყვარე ქვეყანა არ მოითმენს როგორც პოლიციელზე ძალადობას, ასევე ბაკქანალიის მოწყობის მცდელობას, რაც დღეს ათეულობით რადიკალმა აქტივისტმა შეეცადა მოეწყოთ სასამართლო შენობაში

დავით მათიკაშვილი: არცერთი დემოკრატიული და თავმოყვარე ქვეყანა არ მოითმენს როგორც პოლიციელზე ძალადობას, ასევე ბაკქანალიის მოწყობის მცდელობას, რაც დღეს ათეულობით რადიკალმა აქტივისტმა შეეცადა მოეწყოთ სასამართლო შენობაში

არცერთი დემოკრატიული და თავმოყვარე ქვეყანა არ მოითმენს როგორც პოლიციელზე ძალადობას, ასევე ბაკქანალიის მოწყობის მცდელობას, რაც დღეს ათეულობით რადიკალმა აქტივისტმა შეეცადა მოეწყოთ სასამართლო შენობაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატი ეხმაურება „ქრონიკასთან“ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო პერიოდში მიმდინარე ხმაურიან მოვლენებს.

„არცერთი დემოკრატიული და თავმოყვარე ქვეყანა არ მოითმენს როგორც პოლიციელზე ძალადობას, ასევე ბაკქანალიის მოწყობის მცდელობას, რაც დღეს ათეულობით რადიკალმა აქტივისტმა შეეცადა მოეწყოთ სასამართლო შენობაში. ყველა ასეთი მცდელობა იქნება კანონის მხრიდან სათანადოდ პასუხგაცემული. პირველი ბრალეულობაა იმ ახალგაზრდის, რომელსაც სავსებით სამართლიანად პოლიციელზე თავდასხმის და ძალადობის გამო მიესაჯა ის სასჯელი, რომელიც სასამართლომ გამოუცხადა, ბრალეულობა ასევე მიუძღვით იმ რადიკალ პოლიტიკოსებს, რომლებიც აწყობდნენ ძალადობრივ აქციებს, ასევე დიპლომატებს, ელჩებს, რომლებიც არ ემიჯნებიან ძალადობას და თავისი პირდაპირი განცხადებებით, ან სიჩუმით ახალისებენ ამ ყველაფერს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ მათე დევიძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა. პროცესის პარალელურად სასამართლოში დაპირისპირება იყო.