ლევან ნიკოლეიშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე: ადამიანებს, რომლებსაც ხელი უკვე რამდენჯერმე მოეცარათ თავიანთი ზრახვების აღსასრულებლად, ნებისმიერ ხავსზე ჩაჭიდება მათთვის სასიამოვნოა და ნებისმიერი მაშველი რგოლი მათთვის დამხმარეა

ლევან ნიკოლეიშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე: ადამიანებს, რომლებსაც ხელი უკვე რამდენჯერმე მოეცარათ თავიანთი ზრახვების აღსასრულებლად, ნებისმიერ ხავსზე ჩაჭიდება მათთვის სასიამოვნოა და ნებისმიერი მაშველი რგოლი მათთვის დამხმარეა

ადამიანებს, რომლებსაც ხელი უკვე რამდენჯერმე მოეცარათ თავიანთი ზრახვების აღსასრულებლად, ნებისმიერ ხავსზე ჩაჭიდება მათთვის სასიამოვნოა და ნებისმიერი მაშველი რგოლი მათთვის დამხმარეა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა დონალდ ტუსკის განცხადების კომენტირებისას.

„რაც შეეხება პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, გავოცდი, რადგან ის გამოდიოდა თავისი ქვეყნის პარლამენტის წინაშე და მას უნდა ესაუბრა იმ საკითხებზე, რაც არის პირველ რიგში პოლონეთისთვის, ან ევროკავშირისთვის აქტუალური. მან როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ ერთგვარი პოპულიზმი შემოეტანა და პოლიტიკურ კეკლუცობას მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მას გააჩნია რაიმე სახის ბერკეტი იმისთვის, რომ საქართველოს შეუჩეროს ვიზალიბერალიზაცია. ამისთვის ერთი და ორი ქვეყნის ინიციატივა არ არის საკმარისი.

ეს მუქარები და შანტაჟები დიდი ხანია გვესმის, რაც ერთის მხრივ ახალისებს რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ რეალობა სულ სხვაა და ამ რეალობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

დონალდ ტუსკის მთავრობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ლობირებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბლოკთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა, მისი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრის დაწყებამდე, პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.