მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ დასავლეთი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სანაცვლოდ, 18 წლის ახალგაზრდების მობილიზაციას მოითხოვს

მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ დასავლეთი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სანაცვლოდ, 18 წლის ახალგაზრდების მობილიზაციას მოითხოვს

დასავლეთი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სანაცვლოდ, 18 წლის ახალგაზრდების მობილიზაციას მოითხოვს, – უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველის თქმით, უცნაურად მიაჩნია ევროპელებისა და ამერიკელების განმარტება, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებენ, თუ უკრაინა 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების მობილიზებას მოახდენს.

პოდოლიაკის მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკი არ დათანხმდება მობილიზაციის ასაკის შემცირებას და ახალგაზრდების ფრონტზე იძულებით გაგზავნას, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასავლეთის ახალი სანქციების შემოღების სანაცვლოდ.

„როგორ არის ეს დაკავშირებული? ეს ნამდვილად არანაირად არ არის დაკავშირებული. პირიქით, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მილიტარიზმზე. თუ რაკეტები გამოიყენება და ტექნოლოგია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თქვენ ავტომატურად ანადგურებთ მტრის დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალას და აღჭურვილობას, რატომ უნდა ვისაუბროთ აქ მობილიზაციაზე? რუსეთის მსგავს ქვეყანას მხოლოდ მობილიზაციის ინსტრუმენტებითა და სანგრებით ვერ შეებრძოლები. ბოლოს და ბოლოს, აუცილებელია ასიმეტრიულად, შემოქმედებითად გამარჯვება, რასაც უკრაინა ამტკიცებს. და საერთოდ, რა შუაშია ამასთან სანქციები?“ – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.