ბრიუსელში ჩამწკრივდნენ და ჩავიდნენ, ვინც ჯერჯერობით არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას. რატომ? იმისთვის, რომ კიდევ ახალი მავნებლობა ჩაიდინონ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახალ მავნებლობას ჩაუყარონ საფუძველი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ რადიკალებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ეს არის, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით.
„ამოცანა ერთია და ეს ნათელია, რასაც ვაკვირდებით კიდევ უფრო მეტად მოხდა მათი ლუსტრაცია. ეს არის ნაწილი, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ზუსტად იციან, რომ დამარცხებულები არიან, მაგრამ დაკვეთა აქვთ. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით თავში, ჯერ კიდევ იანვარში ამის შესახებ ჩვენი თითოეული ლიდერი გეუბნებოდათ, რომ ესენი არ წყვეტენ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. რასაც დაუკვეთენ, სწორედ ისე მოიქცევიან. მოვიდა ეტყობა იქიდან უსტარი, რომ გახარია და „ლელომ“ უნდა მიიღოს მონაწილეობა და რატომ? ერთადერთი მიზანი და ამოცანა აქვთ, რომ ისევ დაიწყონ აი, გააყალბეს არჩევნები, რომ ეს არალეგიტიმური საკრებულოებია და შესაბამისად, იგივე წრეზე წავიდეს ეს თემა.
მეორეს მხრივ, დანარჩენი უსამშობლოები დაბარებულები არიან. ნახეთ ხომ, ბრიუსელში ჩამწკრივდნენ და ჩავიდნენ, ვინც ჯერჯერობით არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას. რატომ? იმისთვის, რომ კიდევ ახალი მავნებლობა ჩაიდინონ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახალ მავნებლობას ჩაუყარონ საფუძველი. ეს არის, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. ამასაც შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, ტუსკი და სიკორსკი, რომელიც მისი საგარეო საქმეთა მინისტრია, სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ პირდაპირი, პირველი ლობისტები არიან და დღემდე რომ ჰკითხო ამ ხალხს, სააკაშვილი ტირანი კია არა, დემოკრატიის შუქურა იყო“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.