CNN: კალიფორნიაში ორი მამაკაცი დააკავეს სამართალდამცველებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლის შემდეგ - მათ ფედერალურ ციხეში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

CNN: კალიფორნიაში ორი მამაკაცი დააკავეს სამართალდამცველებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლის შემდეგ - მათ ფედერალურ ციხეში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ორი მამაკაცი დააკავეს დაურეგისტრირებელი ასაფეთქებელი მოწყობილობის ფლობის ბრალდებით მას შემდეგ, რაც მათ, სავარაუდოდ, მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს პოლიციელებს პარამაუნტსა და ლოს-ანჯელესის ცენტრში. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის პროკურორმა, ბილ ესაილიმ განაცხადა, რომ ემილიანო გალვესმა, სავარაუდოდ, შაბათს, ღობედან გადმოაგდო მოწყობილობა. კვირას, პოლიციელმა დააკავა რაკი კიოგი მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, შენიშნა, როგორ ისროდა ის მოლოტოვის კოქტეილს.

როგორც CNN-ი აღნიშნავს, თუ დამნაშავედ ცნობენ, მათ ფედერალურ ციხეში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.