აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ ეშინია ლოს-ანჯელესში ჯარების განლაგების საკითხში თავისი სამართლებრივი უფლებამოსილების გაფართოების.
„ამჟამად კალიფორნიაში კარგ ეტაპზე ვართ. არ გვეშინია უფრო შორს წასვლის. არ გვეშინია სხვა რამის გაკეთების, თუ საჭირო გახდება“, - აღნიშნა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.
მისი თქმით, ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ კომენდანტის საათი შეამცირებს არეულობას, თუმცა გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას კალიფორნიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.