დავით ქართველიშვილი: საქართველოს გაცხადებული აქვს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა, ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს ევროპაზე, მის ცივილიზაციაზე, ევროკავშირზე და იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ისინი იმყოფებიან

დავით ქართველიშვილი: საქართველოს გაცხადებული აქვს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა, ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს ევროპაზე, მის ცივილიზაციაზე, ევროკავშირზე და იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ისინი იმყოფებიან

საქართველოს გაცხადებული აქვს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა, ამიტომ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს ევროპაზე, ევროპულ ცივილიზაციაზე, ევროკავშირზე და იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ისინი იმყოფებიან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

„ისინი იმყოფებიან ძალიან სავალალო მდგომარეობაში და ამის დამალვა იქნება დანაშაული ჩვენი მოსახლეობის და ამომრჩევლის წინაშე. ეს არის მიზანმიმართული ნგრევა ყელა იმ ფასეულობისა, რომელზეც აღმოცენდა ევროპული სახელმწიფოების კავშირი თავის დროზე და პირველ რიგში ეს არის ქრისტიანული ფასეულობები, ტრადიციულობა, იდენტობა, რომელიც ასახავდა ევროპულ ცივილიზაციაში შემავალი ქვეყნების თვითმყოფადობას და იყო მიმზიდველი ყველასთვის, ვინც კი აპირებდა ამ დიდ ოჯახში შემოსვლას. დღეს ყველაფერი არის დანგრეული.

დღეს ეკლესიის ავტორიტეტი ჩანაცვლებულია ლგბტ თემის ავტორიტეტით, ეკლესიური მსახურება ჩანაცვლებულია ლგბტ პრაიდებით და სხვადასხვა ღონისძიებებით. მოშლილია ყველაფერი ევროკავშირში შემავალ სივრცეში. ეკონომიკა, სოციალური პოლიტიკა, პოლიტიკური ინსტიტუტები და სასაცილოა ის ნაქები საარჩევნო თუ სასამართლო სისტემები, რომლებიც დაკავებულია ყველაფრით, გარდა დემოკრატიისა და აკეთებენ ყველაფერს გარდა მმართველობის დემოკრატიული სისტემისა. ის , რითაც ჩვენ გვიზიდავდნენ ამ ორგანიზაციაში და რაც წლების განმავლობაში სწორედ რომ „დიფ სთეითის“ სამიზნე გახდა, რომელსაც ასაზრდოებს 15-მდე ოლიგარქიული ძლიერი კლანი, რომელთა ინტერესებში შედის ევროპული ცივილიზაციის მოშლა და ამ დანგრეულ და უდაბნოდ ქცეულ კონტინენტზე დაამყარონ თავისი კორპორაციული მმართველობა.

მოიშლება სახელმწიფო თავისი ყველა ინსტიტუციით, მოიშლება მოქალაქის ცნება, რომელიც ჩანაცვლდება კლიენტის, აქციონერის ცნებით, რომელიც საბოლოო ჯამში მოქალაქეებს გადააქცევს მონებად, ბიომასად, რომელთა ერთადერთი ვალდებულება იქნება კორპორაციულ მმართველობაზე იმუშაონ მთელი თავისი ცხოვრება, იყვნენ უუფლებო არსებები, რომლებსაც ჩამოერთმევათ სახელი, გვარი, სქესი, შეეზღუდებათ გამრავლების ფუნქციაც კი“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.