მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს სურს აშშ-სთან ურთიერთობები იყოს შინაარსით დატვირთული, ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, რაც შედის ორივე ქვეყნის ინტერესებში და რისი შესაძლებლობაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ნამდვილად არის

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს სურს აშშ-სთან ურთიერთობები იყოს შინაარსით დატვირთული, ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, რაც შედის ორივე ქვეყნის ინტერესებში და რისი შესაძლებლობაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ნამდვილად არის

საქართველოს სურს აშშ-სთან ურთიერთობები იყოს შინაარსით დატვირთული, რაც შედის ორივე ქვეყნის ინტერესებში; ეს ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს პირველ რიგში ურთიერთპატივისცემას, ამის შესაძლებლობა დღეს ნამდვილად არის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, -განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი საქმიანობას საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად განახორციელებს და ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება აშშ-ის მხრიდან საქმეზე იქნება ორიენტირებული.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობები და ნამდვილად არ არის ჩვენთვის ამ ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი. რა თქმა უნდა, ჩვენი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები იყოს შინაარსით დატვირთული, რაც შედის ორივე ქვეყნის ინტერესებში და რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს პირველ რიგში ურთიერთპატივისცემას. ამის შესაძლებლობა დღეს ნამდვილად არის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და იმ სიტუაციაში, როდესაც აშშ-ში ახალი ელჩის დანიშვნის შესაძლებლობაც გვაქვს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს და საქმიანობას საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად განახორციელებს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც საქართველოსთან დამოკიდებულება იქნება საქმეზე ორიენტირებული და შესაძლებლობა გვექნება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოდ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.