სულ რამდენიმე წელიწადში უნდა ვიყოთ ტოპ 3 ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით. ბატონი გაბიტაშვილის სტრუქტურა ითამაშებს ამაში დიდ როლს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“.
„მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ძალიან მყარ პოზიციებს ვიკავებთ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, ევროკავშირის წევრს ქვეყნებსაც ვასწრებთ, იცით, რომ ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში უნდა ვიყოთ ტოპ 3 ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით. ბატონი გაბიტაშვილის სტრუქტურა ითამაშებს ამაში დიდ როლს და მისი წვლილიც იქნება ფასდაუდებელი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
პარლამენტმა გენერალურ აუდიტორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია.