ზიზღის კამპანია, ხელოვნური შუღლი და პოლარიზაციის გაღვივება საზოგადოებაში უნდა დავამთავროთ და დავპირდით კიდევაც ჩვენს მოქალაქეებს, რომ ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში დავასრულებდით, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ კრიკია დასაშვებია, თუმცა კანონის ფარგლებს არ უნდა სცდებოდეს.
„კი, გამკაცრებული არის ადმინისტრაციული წესიც, ჯარიმები იქნება ეს თუ დაკავება, რომელმაც რაღაც ტიპის პრევენციული ხასიათი უნდა ატაროს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის კრიტიკა დაშვებადია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს არ უნდა ცდებოდეს კანონის ფარგლებს. ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმის უკვე არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ჩვენი ოჯახის წევრების მიმართულებით. ეს რა თქმა უნდა, არის ყოვლად დაუშვებელი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ Facebook-ზე დაწერილ და გამოთქმულ შეურაცხმყოფელ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელით უკვე მიმართა. უწყებაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კონკრეტული მაგალითებია შეტანილი.
ნუ შეაგინებ! ნუ მიუვარდები!
ან რომ იძახიან, ქოცები უარესს აკეთებენო, ამოიღეთ, იჩივლეთ და მე დავითვლი!