დღევანდელობით რადიკალები ცდილობენ ყველანაირად ფეხი დაუდონ საკუთარ ქვეყანას, ზიანი მიაყენონ და ამიტომაც არ იღლებიან ევრობიუროკრატებთან სიარულით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციის ლიდერების ბრიუსელში ვიზიტს.
„ყველაფერი, რაც ჩვენი ქვეყნის წინსვლასთან, პროგრესთან, ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული, მიუღებელი და გამაღიზიანებელია რადიკალებისთვის და მათი პატრონებისთვის დაწყებული ევროლიბერალიზაციიდან დასრულებული კანდიდატის სტატუსის მიღებით. დღევანდელობით რადიკალები ცდილობენ ყველანაირად ფეხი დაუდონ საკუთარ ქვეყანას, ზიანი მიაყენონ და ამიტომაც არ იღლებიან ევრობიუროკრატებთან სიარულით. საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყანა და მისი გაცხადებული საგარეო კურსი, რომელიც მზაობას ისახავს მიზნად ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ გზით ვაგრძელებთ მყარი ნაბიჯებით სიარულს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.