კოტე ჟღენტი: ერთადერთხელ მახსოვს, სააკაშვილის პერიოდში ერთ-ერთ ქვეყნის ელჩობის კანდიდატზე არ მოვიდა აგრემანი და შემდეგ იძულებულები გახდნენ შეეცვალათ კანდიდატურა, მეტი შემთხვევა ჩვენთან არ ყოფილა

კოტე ჟღენტი: ერთადერთხელ მახსოვს, სააკაშვილის პერიოდში ერთ-ერთ ქვეყნის ელჩობის კანდიდატზე არ მოვიდა აგრემანი და შემდეგ იძულებულები გახდნენ შეეცვალათ კანდიდატურა, მეტი შემთხვევა ჩვენთან არ ყოფილა

ერთადერთხელ მახსოვს თუ არ ვცდები, სააკაშვილის პერიოდში ერთ-ერთ ქვეყნის ელჩობის კანდიდატზე არ მოვიდა აგრემანი და შემდეგ იძულებულები გახდნენ შეეცვალათ კანდიდატურა, მეტი შემთხვევა ჩვენთან არ ყოფილა, - განაცხადა დიპლომატმა, ყოფილმა ელჩმა კოტე ჟღენტმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„აგრემანის გამოგზავნაზე სულ ტყუილად ატყდა მგონი ზედმეტი აჟიოტაჟი. ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე, რომ ქვეყნის მიერ წარდგენილ ელჩის კანდიდატურას სახელმწიფო, სადაც გაგზავნილია ეს კანდიდატურა, აგრემანს არ აძლევდეს. არის ხოლმე ასეთი შემთხვევები და მე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი ერთადერთხელ მახსოვს თუ არ ვცდები, სააკაშვილის პერიოდში ერთ-ერთ ქვეყნის ელჩობის კანდიდატზე არ მოვიდა აგრემანი და შემდეგ იძულებულები გახდნენ შეეცვალათ კანდიდატურა. მეტი შემთხვევა ჩვენთან არ ყოფილა“, - აღნიშნა დიპლომატმა.

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.