ამ გადაწყვეტილების საფუძველი არის ერთადერთი რამ, ერთი სიტყვაა პასუხი - დავალება. რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. გარედან ეტყვიან რომ მიიღეთ მონაწილეობა, მიიღებენ მონაწილეობას, ეტყვიან, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა, არ მიიღებენ მონაწილეობას,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის შეკითხვას „ლელოს“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას ფაქტობრივად არანაირი რესურსი აღარ გააჩნია ქვეყნის შიგნით.
„ახლა უნდა გაყონ შეინარჩუნონ გმირ აგენტებად - „ნაცმოძრაობა და „ახალი“ დღეს ეს ჩანს, შეიძლება შეიცვალოს, რომელსაც ეტყვიან და არ მიიღებს მონაწილეობას, ნაკლებად გმირები იქნებიან, რომლებმაც შეიძლება „ქართულ ოცნებას“ 2 % მაინც წაართვას -„ლელო“ „გახარია“ და ეს აგენტურის სხვა მიმართულებაა სხვა ფრთაა. შესაბამისად, რასაც დაავალებენ იმას იზამენ. მთავარია ჩვენ ყველამ ვიცით, გაიშიფრნენ თავიდან ბოლომდე, რომ გარე რესურსების, როგორც ფულადი, ისე ზეპირი განცხადებების დონეზე დაყვანილი რესურსების გარდა, მათ არანაირი რესურსი ამ ქვეყანაში, ქვეყნის შიგნით, არ გააჩნიათ. წარმოიდგინეთ თანაბარ პირობებში კი არა, ნახევარი მსოფლიო, რომ მხარს უჭერდა არარეალური გარემოებებით ფაქტობრივი უზუსტობებით გაკეთებული განცხადებებით, რეზოლუციებით, აქ ვერ გვიქნეს ვერაფერი და თანაბარ მდგომარეობაში, საქართველოს შიგნით, რა არჩევნებში უნდა შემოვიდნენ რაზეა საერთოდ საუბარი. რესურსი აქვთ ნული, პრაქტიკულად არარსებული“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, საქართველოში სამწუხაროდ აღარ დარჩა ოპოზიცია, რომელიც მოვა და დაგელაპარაკება საქმეზე.
„საქართველოში სამწუხაროდ აღარ დარჩა ოპოზიცია, რომელი ოპოზიციაც მოვა და დაგელაპარაკება საქმეზე. საპარლამენტო ოპოზიცია გვყავს ესეც გარკვეული, ჩვენი წიაღიდან გამოსული ადამიანები არიან აღქმა მათ მიმართ ოპოზიციის მაინცდამაინც არ არის, იმიტომ რომ ჩვენთან იყვნენ გუშინ და ბუნებრივია, ადამიანებს მაინცდამაინც დიდი რწმენა იმის რომ ესენი არიან მთავარი ოპოზიციონერები არ აქვს, ეს ბუნებრივი ამბავია. ესენიც საქმიან თემებზე ლაპარაკობენ, რომელ თემებზე საუბარიც საერთოდ არ არის სიყვითლის არარსებობის გამო გარკვეული მედია საშუალებებისთვის საინტერესო და რჩება ეს საუბარი და საქმე კულისებში, საქმე კეთდება და აქეთ მიდის გნიასი ოპოზიციურ-ნაცურ მედიაში აგენტურის. ეს არის სულ, ვიღაცას დაავალებენ მიიღებს მონაწილეობას, ვიღაცას დაავალებენ არ მიიღებს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.