ვატო შაქარიშვილი: ვნახეთ რა მოუტანა ქვეყანას, იმ დიპლომატების კონტინგენტმა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩაბუდებული იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი, თამარ ტალიაშვილი ამ წრეს და “სკოლას” არ მიეკუთვნება

ვატო შაქარიშვილი: ვნახეთ რა მოუტანა ქვეყანას, იმ დიპლომატების კონტინგენტმა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩაბუდებული იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი, თამარ ტალიაშვილი ამ წრეს და “სკოლას” არ მიეკუთვნება

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელი ვატო შაქარიშვილი აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის დანიშვნას ეხმიანება. 

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, თამარ ტალიაშვილი არ მიეკუთვნება იმ დიპლომატების კონტინგენტს, რომელიც წლების განმავლობაში ჩაბუდებული იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ემსახურებოდნენ პატრონებს და არა ქართულ სახელმწიფოს. მისივე თქმით, აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი უაღრესად კეთილსინდისიერი და გამოცდილი საჯარო მოხელეა.

„ვნახეთ რა მოუტანა ქვეყანას, იმ დიპლომატების კონტინგენტმა, რომელიც წლების განმავლობაში ჩაბუდებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ასეულობით ადამიანი, საქართველოს ინტერესების დაცვის ნაცვლად, რაც მათი პირდაპირი ვალდებულება იყო, მტრულ საქმიანობას ეწეოდა. 

ისინი ემსახურებოდნენ პატრონებს და არა ქართულ სახელმწიფოს. რევოლუციური პროცესების ნოემბერ-დეკემბრის ფაზის დროს მოუწიათ აგენტურის ბოლომდე გაშიფვრა, მათი რაოდენობა კი, ნამდვილად საგანგაშო იყო.

აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი, თამარ ტალიაშვილი ამ წრეს და “სკოლას” არ მიეკუთვნება. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, გარდა იმისა, რომ თათა უაღრესად კეთილსინდისიერი და გამოცდილი საჯარო მოხელეა.

დარწმუნებული ვარ ის ღირსეულად დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს! 

წარმატებებს ვუსურვებ!!!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.

კანუდოსელი მთელი აგენტურა ნოემბერ-დეკემბერში არ გამოვლენილა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აგენტურა გარგად არის გაყუჩებული ისევ და სძინავს.
21 საათის უკან