მამუკა მდინარაძე: მინდა მივულოცო თამარ ტალიაშვილს, პროფესიონალს, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი წლის გამოცდილება და ამავდროულად არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა იმით, რამდენად ორიენტირებულია თავისი ქვეყნის ინტერესებზე

„მინდა მივულოცო თამარ ტალიაშვილს. პროფესიონალს, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი წლის გამოცდილება ამ სფეროში და ამავდროულად არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რამდენად გულით უდგება თავის საქმეს და ასევე, გამოირჩევა იმით, რამდენად ორიენტირებულია თავისი ქვეყნის ინტერესებზე“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის დანიშვნის შესახებ საუბრისას განაცხადა.  

მამუკა მდინარაძე თამარ ტალიაშვილის შეფასებისას აცხადებს, რომ ის არის ადამიანი, რომელიც „საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს“. 

„ჩვენ, ამ ბოლო დროს გამოწვევად გვექცა ის, რომ მთავარია თუკი ასეთი მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს ადამიანი, ის საკუთარი ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე მოქმედებდეს და თუკი შეიძლება ვინმეზე გარანტია აიღო ერთ-ერთი მათ შორის, თამარ ტალიაშვილია, რომელიც ზუსტადაც საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, სადაც არ უნდა იყოს“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.