ერთ-ერთი „ნაცპარტიიდან“ - „ლელოდან“ ადამიანი გამოვიდა და სხვა „ნაცპარტიაში“ შევა, - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ანა დოლიძის პარტიის გასვლას კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“.
„საზოგადოებამ წინასაარჩევნო პერიოდში - 2024 წელსაც იხილა პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ადამიანების გადინებები და შემდეგ სხვა პარტიებში გადასვლები. სავარაუდოდ, ზუსტად იგივე მოხდება. ერთ-ერთი „ნაცპარტიიდან“ - „ლელოდან“ ადამიანი გამოვიდა და სხვა „ნაცპარტიაში“ შევა“, - აღნიშნა გორდულაძემ.
ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა. როგორც ანა დოლიძე წერს, ის დამოუკიდებელ საქმიანობას უბრუნდება.