ეს არის უზარმაზარი სახელმწიფოს სტანდარტული ქმედება, რომელსაც ამოძრავებს გარკვეული ინტერესები, მაშინაც კი როდესაც ეს ინტერესები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მას, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა, ლაშა კასრაძემ საქართველოს მიმართ განხორციელებულ წნეხზე უკრაინის ომთან მიმართებაში.
„დიდ სახელმწიფოებს ეს არ აინტერესებთ და ეს იყო იდეოლოგიურ დონზე შექმნილი, ნეოკონსერვატიული პოლიტიკური ელიტა, რომელიც მართავდა ამ განცხადებებს. ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია, როდესაც შენ იყენებ პერიფერიულ გეოპოლიტიკურ ტერიტორიებს, უყურებ მსოფლიოს და გინდა მონახო სუსტი წერტილები საქართველოს- უკრაინა, რომ ასეთი იდეოლოგიური მტერი შევასუსტო.
პრობლემა არის იმაში, რომ ამ სისტემებისთვის იდეოლოგია არ დამთავრებულა, მიუხედავად იმისა, რომ ცივი ომი დიდი ხანია დამთავრდა და არანაირი სტრატეგიული საფრთხე არ ემუქრება დასავლურ სამყაროს რუსეთის ფედერაციისგან, მაგრამ ეს იდეოლოგიური ელიტა დღესაც თავის აზრზე დგას და ეს არის მამოძრავებელი ძალა იმისა, რასაც ჩვენ ვხედავდით ეს ზეწოლა ჩვენი პარტნიორების ელჩებისგან“, - აღნიშნა ლაშა კასრაძემ.