როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ მშვიდობა? ჩვენ არ უნდა ვესაუბროთ მაგალითად, რუსეთს საბრძოლო ველზე. ჩვენ უნდა გვქონდეს მოლაპარაკებები საბრძოლო ველის გარეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენიმ.
მისი თქმით, აუცილებელი მშვიდობაზე დამყარებული პოლიტიკის წარმოება.
„ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რუსეთს არ აინტერესებს ნატო-ს გაფართოების საკითხები. ლოგიკურია, რომ ეს მათი ინტერესის სფეროა. ამიტომ ვართ ჩვენ ამ პროცესებში ჩართული. უსაფრთხოების საკითხები უნდა მოვაგვაროთ. როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ მშვიდობა? ჩვენ არ უნდა ვესაუბროთ მაგალითად, რუსეთს საბრძოლო ველზე. ჩვენ უნდა გვქონდეს მოლაპარაკებები საბრძოლო ველის გარეთ, ისეთი ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, რადგან არ მივაღწიოთ კატასტროფას. რადგან ეს ქვეყნები ფლობენ ატომურ ძალას და ეს ყველაფერი ქმნის ეგზისტენციალურ საფრთხეს ქვეყნებისთვის, მით უმეტეს პატარა ქვეყნებისთვის“, - განაცხადა გლენ დისენიმ.