რეიგანი და CIA-ის დირექტორი აფინანსებდნენ „ენჯეოებს“, მიზანი იყო მანიპულაციის ხერხები სხვადასხვა ქვეყანაში. ზუსტად ამას აკეთებენ ისინი დღემდე. ეს არის საქართველოს, როგორც პაიკად გამოყენების მთავარი ხერხი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენიმ.
მისი თქმით, სწორედ მანიპულაციური ხერხებით ცდილობენ გარე ძალები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და მართვას.
„საინტერესო არიას, რომ საქართველოში პროდასავლური ნარატივი მიმდინარეობს, რადგან საქართველოს უნდა გაწევრიანება ევროკავშირში. თუმცა ეს არ არის რასაც ევროკავშირი და ნატო ითხოვს საქართველოსგან. ისინი ითხოვენ ფრონტის ხაზზე გასვლას. მათ უნდათ საქართველო შეუერთდეს უკრაინას ბრძოლაში. მათ უნდათ, რომ საქართველოს მთავრობა იყოს მათი მარიონეტი და აბრალებენ, რომ არიან რუსეთის მარიონეტი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. თუმცა სინამდვილეში ესენი არიან ნამდვილი ქართველები, რომლებიც ემსახურებიან ქართულ ინტერესს.
ძალიან რთულია ამ ინსტრუმენტების გაკონტროლება. პრეზიდენტი რეიგანი და CIA-ის დირექტორი ვინც იყო ამერიკაში იმ დროისთვის, აფინანსებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლის საშუალებითაც აკონტროლებდნენ სიტუაციას და ეს იყო მათი კონტროლის მექანიზმი. მთავარი მათი მიზანი იყო მანიპულაციის ხერხები სხვადასხვა ქვეყანაში. ანუ საქართველოს მოსახლეობისთვის, ამომრჩევლისთვის გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გამოგზავნილები არიან საქართველოში, რომ განამტკიცონ ის აზრი, რომ მთავრობა, რომელიც თქვენ აირჩიეთ არ მოქმედებს თქვენს სასიკეთოდ. ზუსტად ამას აკეთებენ ისინი დღემდე. ესაა ის საშუალება, რომელსაც დღემდე იყენებენ და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს საქართველო პროდასავლური იქნება თუ პრორუსული. ეს არის საქართველოს, როგორც პაიკად გამოყენების მთავარი ხერხი“, - განაცხადა გლენ დისენიმ.