რობინ დანიგანი აშშ-ის ელჩის თანამდებობას ტოვებს: მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია

რობინ დანიგანი აშშ-ის ელჩის თანამდებობას ტოვებს: მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ელჩის განცხადებაშა ნათქვამი, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

„ელჩი რობინ დანიგანის განცხადება:

მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად.

ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია.

მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში ვმოგზაურობდით, ყველგან გვხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით. დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას.

მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ“,- აღნიშნულია დნაიგანის განცხადებაში.

amo ღირსეული ნაბიჯი და გაკვეთილი მომდევნო ელჩისთვის.
1 დღის უკან
amo ჰერჩინსკის დროა, თუ აქვს თავმოყვარეობა.
1 დღის უკან
sapiqrali პირადი გადაწყვეტილება? ჯანდაბამდე გზა ქონია და მიყოლია ჰერჩინსკიც.
1 დღის უკან
მარბიელი როვა მოვიდა 4 წელი ხომ უნდა ემუშავა? ვადაზე ადრე რომ მიდის რაა მიზეზი, პირადი ჯანმრთელობა, ოჯახური მდგომარეობა, თუ უთხრეს აახვიეო? "პირადი გადაწყვეტილება" არგუმენტის გარეშე სასაცილოა
1 დღის უკან
არაგველი641 ჯანდაბამდის გზა გქონია!
23 საათის უკან