სამწუხაროდ, ზუსტად ეს აღქმა გვაქვს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებას, რომ ევროპარლამენტი საბჭოთა ინსტიტუტს წააგავს.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საბჭოთა მეთოდები განსაკუთრებით კარგად ბალტიის ქვეყნების პოლიტიკოსებმა შეითვისეს.
„სამწუხაროდ, ზუსტად ეს აღქმა გვაქვს, განსაკუთრებით, როდესაც ქალბატონი რასა დგება ტრიბუნასთან და რუსული აქცენტით საუბრობს ინგლისურად და ზუსტად იმ ნარატივში, როგორც მოსკოვი ელაპარაკებოდა თავის დროზე ქართველებს. განსაკუთრებით, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკოსები ყველაფერ საბჭოურს გაემიჯნნენ და ის პერიოდი ოკუპაციად აქვთ გამოცხადებული, თუმცა, ძალიან კარგად შეითვისეს საბჭოური მეთოდები და პარტიის ინსტრუქტორების ტონში ესაუბრებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო, თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის, სამწუხაროდ, ევროპარლამენტი“.