The Wall Street Journal: ტრამპს ილონ მასკთან დაკავშირებით მოთმინება ეწურება

The Wall Street Journal: ტრამპს ილონ მასკთან დაკავშირებით მოთმინება ეწურება

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელთან, ილონ მასკთან დაკავშირებით მოთმინება ეწურება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერის უკმაყოფილების მიზეზი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის პოსტები გახდა, სადაც ის ტრამპის მიერ მხარდაჭერილ ფედერალური ხარჯების შემცირების კანონპროექტს აკრიტიკებს.

The Wall Street Journal-ის წყაროების ინფორმაციით, ტრამპისა და მასკის ურთიერთობაზე გავლენა „ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს“ ხელმძღვანელის პოსტზე ჯარედ აიზეკმანის კანდიდატურის დაბლოკვამ იქონია, რომელსაც მასკი აქტიურად უჭერდა მხარს.

ტრამპის კანონპროექტის კრიტიკა მასკმა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.